თოვლივით სწმენდს...
სიმართლე არ მარცხდება, უმართლოება თავის აღსასრულს აღწევს... უბრალოება იმარჯვებს დიდებაზე... დედამიწა დედინაცვალს გავს, გერის მოკვლით დაინტერესებულს, სხვა არაფერი აფიქრებს... სოდომი მახსენდება, მართალი ლოტი, რახელი და და მარადიულად აღმართული, მარილის სვეტი, ეს სინამდვილეა, ნამდვილი სპექტაკლი, ნამდვილი პერსონაჟებით... სიცოცხლის ომი, სიკვდილის წინააღმდეგ, და მართალისთვის, რეალური გამარჯვება... წარსულიდან გამუდმებით ისმის, სიცხადის ხმა, წმინდას გვთხოვს, სისადავის მსგავს.... ჩვენ კი, წუთისოფელი გვიმღვრევს ზნეს, ქარი გაშმაგებით დაჰქრის და დიდება,წამიერი სხივი, წვიმასავით ქრება.. აბრაამიდან ქრისტემდე, ერთგულება მიუძღვის სამყაროს, ყველაფერი,სათნო, სპეტაკი და წმინდა.. ნაზი სიო ეხება შენს სულს და თოვლივით სწმენდს წუთისოფლის კვალს....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი