განთიადამდე.
ჩავიდა სრულყოფის მზე, საწუთროს გაეცალა... ამაო, გულისთქმით თვითდაჯერებული სამყარო, არსობის პურზე ვერაფერს ამბობს, დაკარგულ ედემზე ფიქრით გულანთებულს, ბედნიერების წყურვილი უკაწრავს სულს.. თავისუფლებით მოპოვებული რეალობა აშფოთებს, თავისივე ისტორია და სისხლით მორწყული დედამიწა... თავისუფლება მონობის პირისპირ და უღვთო ყოფა თავისუფლებისთვის, შეიცანი წუთისოფლის სული, კარგად გაიაზრე და დამორჩილდი, არ შეგიცნია ზეცა, ისე უარყავი... -სიყალბეს ხედავ, -ვერ ეგუები კადნიერებას, -აპროტესტებ უსამართლობას... დროის გრიგალები საუკუნეს გახდიან სამოსს, -შენ ეს სიშიშვლე გიფორიაქებს სულს... და ახლა, როცა ნაზი და მოალერსე ნიავიც პირქუშია, ხვდები,განთიადამდე ცოტა დარჩა.... და მაინც: ვითვლი დღეების სიბნელეს, მაფიქრებს ჩამქრალი სანთლები, ცისფერი შუქი სერაფიმების და შეწირული კრავის სისხლი... ვიმოწმებ მაჯის ცემას, განთიადამდე ცოტა რჩება.. ნაზად და ფაქიზად ჩამოთოვა, წუთისოფელს სიწმინდე თრთვილივით მოეფინა....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი