მდუმარებს მიწა
მზის ნაკადები, მიწას ეტრფიან, ცის ნაფერები, სიყვარულიდან. სიშორე მისგან, ითვლის ჭრილობებს, დასერილ ვენებს, სულის წრეწირებს, ჰაერში აბნევს... მამალი,უკვე მესამედ ყივის, დროა, გაგყიდონ, უარგყონ, დაღვარონ სისხლი.... დამთრგუნა წამმა, როცა აღსრულდა, ვერ მალავს წუხილს, მდუმარებს მიწა... გრგვინვით, გრიალით, ნისლები წვება მოქუფრულ ცაზე... უმწეოდ საათს წამები სცდება, ამაყად მზირალს, მზე თვალს არიდებს, ვარსკვლავი ცვივა და იმ წამს კვდება, მიკვირს ცის... ასე ძლიერ რომ უყვარს, ეს სიყვარული მრავარჯერ ითქვა, იდუმალება და თავგანწირვა... მზის ნაკადები, მიწას ეტრფიან, ცის ნაფერები სიყვარულიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი