ეტლი, გრძნობის სარეცელზე მდგარი.,...


მანკიერი, დღეს სამყაროს ფარავს,
ეშმაკი კი, ღმერთი ვარო ამბობს,
გაცდენს, როგორც ევას აცდენს გველი,
ადამი კი, ღმერთს აბრალებს ცოდვას,
შენ შექმნილმა ქალმა მომცა,
 ის, შეცნობის ხილი, 
ადამს,როგორ არ ახსოვდა,
 უფლის გამრჯე ხელი..
ახლა წვიმა, კოკისპირულს მოსთქვამს,
ახლა ღამეს, თეთრად ათევს მთვარე...

დამაფიქრებს,შენი სული წრფელი,
ეტლი ციდან, მოთმინებით გიცდის,
ეტლი, გრძნობის სარეცელზე მდგარი...
 
არსზე გიწერ, გრძნობებს და სონეტებს,
არსზე  გიწერ, ირეკლავდი ღრუბლებს,
ერთად ქროდნენ ვნებები და ქარი,
ვწერდი, ფაქიზ სინატიფით კარგოვ...
გრიგალებმა ისე გაგაციეს,
ისევ მზისგან თუ ისესხებ სითბოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი