მე ისევ შენზე ფიქრები მიმწუხრს.


დასერილი სხეული, მშფოთვარე სულს,
ნისლივით აწევს..
ნიავს მიყვება დღეს გარინდება,
ნაალერსალი ფიქრებით მკრთალი
და სიმართლისთვის თითქოს ყუჩდება..
ცის სარეცელზე მოყვასზე ფიქრით,
ათენებს მთვარე...და თითქოს წრფელი სანთელი ქრება,
 გაზაფხულზე თუ სიცივე კრთება... დათოვლილ იებს ყინვის თასები სულში ეღვრება...
დრო უკუღმართი მისდევს დინებას,
ჭეშმარიტებას ფარავს ხმაური,
ყოფის ქაოსში,
ის უფრო მეტად კაშკაშა ხდება...
მე ისევ შენზე ფიქრები მიმწუხრს,
მწუხრით ვუცქერი დასერილ ღრუბლებს,
დღეები ოხრავს,სულის ჭრილობას,
მე ისევ შენზე ფიქრები მიმწუხრს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი