ერთგულთა ნაპირზე გაჩერდი.
მზის სულზე წვიმა წევს და მაინც კაშკაშებს აპრილი, მიჰყვები რთგულთა ნაკვალევს, ნაგრძნობით ივსება ნაპრალი.. ნამცნები სულ რაღაც ათია, დღის ნისლებს გაუცვდათ სამოსი, სიწრფელე მბჟუტავი ცეცხლიდან საწუთროს ლაპრებად უნთია.. ერთგულთა ნაპირზე გაჩერდი, ცას ჩასწვდი, შეხედე ლაჟვარდებს, მოსდიან ცრემლები თვალიდან, ერთგულთა ნაპირზე გაჩერდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი