წვიმის წვეთებს..
მზე წვიმის წვეთებს ჩაიწნავს თმაში, წვიმა დაიბნევს როგორც გულსაბნევს, მზეს ნეტარების აღმაფრენაში. ამინდი ფარულ გრძნობებით სავსე, ნამზეურიდან შეიშრობს წვიმას, იდუმალ ფიქრის მდუმარებაში. ღრუბელი ცრემლებს ოდითგან ღვრიდა, ამაოება მას გულს უღრნიდა, ამიტომ წვიმდა წვიმდა და წვიმდა, იღრუბლებოდა ზღვის მღელვარებით, ზეცა რომელიც იმედებსს მგვრიდა, ღრუბლებს იყრიდა და იდარებდა, სევდას იმედი მუდამ თან სდევდა, და მედებოდა წვიმაში, ქარში ტრფიალი ცისკრის, ახლა ფერები ირევა მასში. მზე წვიმის წვეთებს ჩაიწნავს თმაში, წვიმა დაიბნევს როგორც გულსაბნევს, მზეს ნეტარების აღმაფრენაში... მღელვარე ზღვისფერ სინატიფიდან, ვნება აშლილი ლაჟვარდებს მისდევს, კდემით შენამკობს ცა ასადარებს, ქარებს მდუმარე მღელვარებიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი