მეფიქრები.
მეფიქრები, როგორც ცის თავგანწირვა, მარტოობისთვის განწირული... ოჰ, ეს იდუმალება, ისევ ამიყოლიეს შენზე ფიქრბმა, ნუ შეგაშინებსო განშორება, მიჩურჩულეს და გამშორდნენ, წლები გადიან... რა უმწეოა დედამიწა მონატრების წიაღში, ჩვენ კი, პეპლებივით ვფარფატებთ, როცა ცისკარი ჩვენში კაშკაშებს.. მისივე განცებით ვგრძნობთ აპრილს და მონანტრებას...მონატრებას, თვალს ვერ ვუსწორებთ... გაზაფხული უსიყვარულოდ არასოდეს მოვა, გრძნობით ანთებულს, ეტკბილება დედაბუნება... და ჩვენ...ჩვენ წვიმის გუბეში ჩავარდნილებს ვგავართ, მზის სხივი რო ვერ ხვდება ისეთებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი