ცივი ამინდები გეხებიან...


ცამ თუ უშენობა დაიქუხა,
 გაწვიმდება,
ქარით აძგერებულ გაზაფხულებს შესცივდებათ...
როცა იდარებენ ამინდები,
როცა გაზაფხული მზიანია,
ტრფიალს მოჰყვებიან ლაჟვარდები,
მათთვის ერთგულების ზეიმია...
თოვდა შემოდგომით უშენობა,
თოვლი ედებოდა ყვითელ ფოთოლებს,
ქარი ბეთჰოვენის სიმფონიას,
გრძნობა მორეული აჟღერებდა.

სევდით გაჟღენთილი დღეებია,
ცივი ამინდები გეხებიან.
კარგო, მოგინატრეს გრიგალებმა,
შენ კი, გაგაოცა დანასიზმრმა,
როცა გეხებოდა სიფაქიზე,
როცა მღელვარებით სინაზიდან,
შენში ახმაურდა მონატრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი