განვმეორდებით


განვმეორდებით,
წვიმებით, მზეებით და გაზაფხულებით,
როცა მაისი სიყვარულს გეტყვის...

ნურასოდეს გაატან ქარებს ნაგრძნობს,
არასოდეს მთავრდებაო სიყვარული!

ნაზად და ფაქიზად ეალერსება ცა დედამიწას,
სიცოცლეს ჰფენს და მღელვარებით ათრთოლებულს, უცქერს სიცოცხლის სანთლებს...
ოჰ, რაოდენი სევდა გვათოვს,
გონის ლამპარი სიმწუხარეში,სიმარტოვეში ფიქრებს ათრობს
და როალი იტირებს  წარსულს..

ღრუბლის განცდები დავინახეთ და მსჯავრი დავდეთ...
წვიმა მოვიდა...მშობლის ცრემლი ჩვენ ვერ ვიცანით....
მაინც დაგვინდო სიყვარულმა გრძნობის ბგერებით,
განვმეორდებით....წვიმიანი დღეების ბოლოს,
ბოლო აკორდებს გაზაფხულზე დაუკრავს წვიმა,
განვმეორდებით ადრე თუ გვიან!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი