ბოლო აკორდს...


იდუმალება სევდისფრად ოხრავს,
გაზაფხული ბოლო აკორდს შენს სულში უკრავს...
 წვიმის განცდები...გეხებიან ღამის მირაჟით,
გარიჟრაჟია როცა ისევ ცა გაიმედებს,
გამოიდარებს, შენ კი გრძნობის სასმისებს შესვამ..
როცა ლამპრები ჩაუქვრება მანკერ წარსულს,
მხოლოდ სიყვარულს გაიხსენებს სამყარო ამ დროს,
და აბრაამის ერთგულებას აწვიმებს ზეცა..
ერთგულება წვიმს....და ჩვენ გვამღვრევს სოდომის ცოდვა...ამაზრზენ ვნებებს ემონება კაცობრიობა, სიამის წყურვილს, ალბათ ქრისტე გადაავიწყდა,სევდაა ღმერთო, დიდი სევდა ადამიანი, როცა წყვდიადი ფარავს დინებას,
უსიყვარულოდ ფრთხიალებენ გონის თევზები...
იდუმალება სევდისფრად ოხრავს,
გაზაფხული ბოლო აკორდს შენს სულში უკრავს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი