ღამის მირაჟით...


ცა იგრძნობს რიჟრაჟს,
მზე დატოვებს როცა სარეცელს,
გამთენიისას ალიონი ლაჟვარდს უცქერის,
ათრთოლებული, სიყვარული ტრფობით დამწვარი,
მესათნოება, ჩაუმქრალი გრძნობის ლამპარი...
ნაგრძნობ ამინდებს,შენი სულის სიფაქიზე სდევთ
და თითქოს მთვარით გარინდებულ შენს სახეს ვხედავ,
ათი მცნებიდან სიყვარული უმთავრესია.
მუზის ძახილი იდუმალი განცდებით მავსებს,
გამახსენდები...მთვარისა და ღამის მირაჟით
და ნასიზმრალით...უფაქიზესს წმინდა ალერსით,
ოჰ, როგორ შვენით მოვარდნილ ვნებებს სულის სიწმინდე...

                   13.05.2020წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი