რადგან მთვარის გზები გეტრფის...
მზე, იმედით დანამული, სათნოებით შემოსილი, აღელვებულ ხეივანში,ისევ გიცდის ტყის ლერწამი, კარგოვ ხედავ, როგორ ბარდნის, ცის განცდები წმინდა ვნებით.... ავდრიანი გაზაფხულით შემოსუდრულ წუთისოფელს, მზე სიყვარულს ევედრება, გაზაფხულის გულისცემა, სიცოცხლისთვის გრძნობას ჰყვება... შენ გეტრფიან მთვარის გზები, სიკეკლუცით გაბადრულნი, როცა მთვარით გაბრწყინებულ სინამდვილეს იგრძნობს გული, სიბრძნეს მოგთხოვს გაზაფხული... ხედავ კარგოვ ბურუსია? ისევ იწვის მაყვლის ბუჩქი, შენ კი,რწმენის გემზე ადი! რადგან გეტრფის მთვარის ქნარი...... 14.05.2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი