ცის ფიქრით შენამკობს.
შენს სულზე ჰყვებიან ქარები, სამყარო, არ გატკბობს, ცის ფიქრით შენამკობს, სიწრფელე დაგყვება და ხშირად მარტოობ.... ენთება ცისკარი აპრილის ვნებით და ზღვასავით მღელვარებს ფიქრების ნაპრალი, წყარო აქვს ანკარა, ენთება აპრილით.. დიდება ძაღლივით დაწვება მიწაზე, გამანდე ფიქრები! ოჰ, როგორ პირქუში ქარები დაჰქრიან, დრო არის სიშმაგის, გგონია სიბრძნეს რწყავს? ახარებს სიბრიყვეს.. სამყაროვ...დიდება ბალახს ჭამს, მეფეს ჰგავს, ბაბილონს...მტვრად ქცეულს... შენს სულზე ჰყვებიან ქარები, სამყარო არ გატკბობს, ცის ფიქრით შენამკობს, სიწრფელე დაგყვება და ხშირად მარტოობ.... 17.05.2020წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი