ფარულ ალერსით.
დაუღალავად რბიან მერნები ქარის ქროლვაში და შენი სული ნაგრიგალარი, ფარულ ალერსით, ცის კიდეს ეტრფის. დღეები რბიან მზის ჩრდილში კარგოვ, ყოფის ქარები, გვაშორებს უფრო, დროებაც თითქოს ქარივით ჰქრის და მეწამული ფიქრები რჩება. მე, შენი სულის სიფაქიზის მწამს და ცის ვედრება უფაქიზესი.... მთვარით შენამკობ ღამეს, ვარსკვლავებს, შეუდრეკელი გრძნობები ამკობთ, ცის ვნება არა, არასდროს ქრება, დაბერავს ქარი და მას ნებდება... 14.05.2022.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი