სიყვარულს ნებდებიან...


ზამთარი წევს, შენს სულზე...
მე კი, ნაავადარ ზღაპარს გიყვები...
გაირინდა დედამიწა,
გრიგალები ჰქრიან...
და მაინც:

ცა,გაზაფხულს სიწმინდეს ევედრება...
 ხმაური ძლიერია, ქაოსში დაკარგული სამოთხეა...
ფიქრები მეძნელება...სტროფები ლექსებს ქმნიან,
მუზები უნებურად სიყვარულს ნებდებიან,
სრულყოფის ამინდები, სიწმინდის ძახილია,
ლაჟვარდი მოტრფიალე,მხოლოდ ცის ფიქრებია..სიამაყეა, ბნელით მოცული, 
გთხოვო სამყაროვ...ტირიფს შეხედო!
 ის,მაღალი ცის ანარეკლია..

მღელვარე ქარებია...
შენი სული ჩანს,
შენი უმწეობა და შენი სიამაყე,
რაც დრომ ვერ გამიჯნა....

ისევ მღელვარებენ ამინდები,
მე კი, ნაავადარ ზღაპარს გიყვები,
წუთისოფლის სევდიან ზღაპარს,
ცრემლით დანამულ ზღაპარს,
რელსებს შორის ამოსულ ყვავილებზე,
ნამდვილ ზღაპარს გიყვები...
შენ კი, მისმენ, მისმენ და ატირდები,
როგორც ღრუბელი, როცა სამყაროს უცქერს...
ნუ, დააგაღონებს რეალობა! სიყვარული,
ისევ ხელს გიწვდის...

                                              29.05.2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი