ცამ ჩაგიფიქრა...


ცამ ჩაგიფიქრა,
სულის სიღრმეში, მისი მზე გიფეთქვს,
თუმცა ჯერ არ ანთებულა შენში ცისკარი,
ჯერ არ მოსდებია შენს სხეულს...
ჩვენ, ილუზიის ფანჯრიდან ვხედავთ სინამდვილეს
და მის ჩრდილის დანახვისას, ღრუბელივით ვხდებით,სანამ იწვიმებდეს,
ფიქრობს: დღეებზე და ღამეებზე,
ფიქრობს: აწმყოსა და მომავალზე,
ცარიელ სულზე... მბჟუტავ პატრუქის მსგავსზე..


ამაო ვნებებით იქმნება რეალობა,
რაც ქაოსს ქმნის...
ხშირად იძირები უსასრულობაში,
ხშირად უსიყვარულობა გტანჯავს,
სამყარო გადარდებს....წამები ქრებიან,

ნიავივით, ფაქიზად გეხება სიწრფელე
წუთისოფელი გქვია...
ხელოვნებას შეეკედლები,
გულწრფელად გეტყვი....უსიყვარულოდ, ვერ მიგიღებს...
უმზერ ვარსკვლავებს..
გონ დაკარგული მთვარის შუქი,
როცა შეგაკრთობს,
ლოცვად იქცევი...
                                          31.05.2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი