სიყვარულიდან...


ახლა, ის დროა,
როცა სიბრძნე მოედნებზე გაჰყვირის
 და მსმენელი არავინ ყავს,
ტყუილად არა, არ რეკავენ გლოვის ზარები..

ჩვენში გაჩენილ ნაპრალებსაც ზეცა შეავსებს,
სრულყოფს ნიავი ნაალერსალ  ამინდებს კარგო,
 გაზაფხულივით განახლების სურვილი გამკობს...
ჩემო სამყარო.
სათნოების  კვალი აქვს შენს სულს,
განიძარცვები...შემოდგომის ქარებით,

მარადის ვნება ერთგულებით გიქარგავს ცისკარს...ცისკარს რომელიც შენთვის ევნო, შენთვის დაეფლა...
სიყვარულიდან სულის სარკმელს,
ფაქიზად გაწმენდს...
                                               02.06.2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი