გრძნობის მწვერვალზე მზე ჩერდება სერაფიმივით.


ცა გადაფურცლავს მზის ღიმილებს,
შენი სულიდან,
შენი ფიქრიდან,გაზაფხული ნისლებს გადაწმენდს,
შენზე ჰყვებიან ამინდები მუზებთან მარტო,
წვიმის წვეთები სიშორეზე ტირიან ამ დროს...
ცის ლაჟვარდები ერთგულების უკრავენ ჰანგებს,
ქარები ჰქრიან მონატრებულ სრულყოფის გზაზე,
გრძნობის მწვერვალზე მზე ჩერდება სერაფიმივით...

და ჩვენ ძვირფასო,
 უმზეობა სულს გაგვიკაწრავს,
თოვა გვაფიქრებს..ცის სიწმინდე და სიფაქიზე..
და ეს სიცივე....ვნებებით სავსე,
უკანასკნელ სასმისებს დალევს..
ბობოქარ ტალღებს აბრამის ეტყობათ ვნება,
ერთგულებისთვის თავს სწირავენ სიცოცხლეს ოდით...
                                                03.06.2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი