სამყაროვ, ცისკენ გადაიხარე, მინდა გადაგწერო.
სამყარო,ცისკენ გადაიხარე, მინდა გადაგწერო... ტკივილიანი გაქვს ვიცი გაზაფხული, ღრუბლის სარეცელი, სულ რომ სევდიანობ... როგორ ირევიან,შენში ამინდები, ნისლი შენს სხეულზე,წევს და არ ინძრევა. მინდა გადაგწერო, როგორც ადრესატი, დიდი სიყვარულის და შენ დედამიწავ, ისევ თავს იფასებ... განცდა სიმარტოვეს, ვფიქრობ არც ეხება, შვილებს უმამობა, თითქოს არც ეტყობათ, მიმავალი გზებით ბევრი არ უვლიათ, ბალახივით გახმა რადგან ყველაფერი, გაზაფხულის იმედს თქვენში რა ხიბლი აქვს.. წამი ზნეს იცვლის და ურცხვად გაშიშვლდება.. ახლა მძვინვარეა ქარი წუთისოფლის, ზნე აქვს გაძარცული, როგორც ზამთრის ხეებს... რბოლა სიწმინდისთვის გრძნობას აჰყოლია, ერთგულების ნაპირს სიფაქიზე, ვნებად დარჩენია, შენ კი, მიწის მტვერი...( დიდი ამბიიცით) მინდა გადაგწერო, როგორც ადრესატი დიდი სიყვარულის... ნინო გოგოლაძე.14.052022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი