უუფლებო ხარ!


თებერვალი,
თავისივე, ფიქრს გადმოგდებს,
გაგაციებს და გაგათბობს,
თითქოს სიყვარულს გთხოვდეს,
ისე გიმზერს....

ნიავივით ნაზად გეხებიან,
ფიქრები,
როცა წვიმები უგონოდ მიწას ეცემიან,
შენ ეს წამები, სულს გიფორიაქებენ...

ვერ დანებდები ყოფის ქარიშხლებს,
უუფლებო ხარ,
იცი, რძნობადი, სრულყოფის მზე, შენთვის 
ეწამა...

ახლა, ქარები აშრიალდნენ და ჰგვანან
მისნებს,
თითქოს ცდილობენ უმზეობა, მაინც დაფარონ..
(ამაოა ყველა მცდელობა)

ყოფის უმიზნო ნიავ-ქარები,
არსებობისთვის სულში დაჰქრიან,
წლები გადიან...გეტყობა დაღლა....
ღრუბლებში მზესაც გრძნობის ტილო აქვს, ინიშნავს დღეებს, ხეტიალს ფიქრთა, გადაწერილი გონის ზღაპრიდან,
მხოლოდ აღელვებს წუთისოფელიპ...
     
                             ნინო გოგოლაძე.  15.06.2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი