მოალერსე თბილი ნიავი..
დღეს პირქუშია მოალერსე თბილი ნიავი, თითქოს ქარია მღელვარებით ამონაქარგი, ნაწვიმარია...წუთისოფლის ყალბი სახება, განგმირული კი, ერთგულებით სიყვარულია... ნაზამთრალ სულში, ქარიშხლი სულ რომ თარეშობს, სიშორე, მისით უფრო მწველია... წარსულში ქრება უღვთოდ ლამპარი, ნამცნებ სიყვარულს...ნუღარ უარყოფ! ძვირფასო, არსზე გიყვები მხოლოდ, და ნამთვრალევი ენთება მთვარე, ედემზე ვამბობ, შეცნობის ხილზე და მარადიულ გრძნობის ძახილზე. (ისევ არ გესმის) ისევ ქარია, დაიფერფლება დედამიწის ყველა ამაო,გამოვლინება... გვიჯობდა კარგოვ, ედემში ყოფნა, რომ არ შეგვეცნო წუთისოფელი, არც მისი გზები გაგვევლო ოხვრით, ასე სრულდება ყოფის ზღაპარი, ვისთვის მშვიდად და ვისთვის წამებით, სიწმინდე გვათოვს, ქარი დაჰქრის და ვნება ეშლებათ მღელვარე წამებს.. ედემის ბაღში, სიცოცხლის ხე, სიყავარულს უცდის... და ცისკარივით ეშვება მთვარე, სიცოცხლიდან გადმოწერილი, გაზაფხული მოჰყვება ზამთარს... 22.02.2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი