ქარი შეარხევს შენს შეშლილ ვნებებს.


ღრუბლებში ეტლი და წამი ლტოლვის,
ქარი შეარხევს შენს შეშლილ ვნებებს,
განიძარცვები, ვით ხე ზამთარში,
შიშვლად დარჩები...დრო გაგაციებს,
უარმყოფელი, ციურ განგების,
იმასაც ხვდები....რომ ბედენაა წუთისოფელი,
სეტყვასავით დაუნდობელი...

გრძნობის ნაპრალებს მწუხარედ უცქერ,
თავისი დაღი დაასვა ჟამმა,
უწყალოდ გახმა ყვავილი კარგოვ,
მან წუთისოფლის ვერ იცნო მზერა,
(იგემა სრულად)
თუმც კადნიერი გულის ზრახვებით,
აშკარა გახდა, მისი ქმედება.
ტრიუმფალური ღრუბლის თაღიდან,
სინათლე გვითხრა ყველა ვარსკვლავმა,
ნაფიქრალიდან სისხლი და სიტყვა,
ერთად დაღვარა სიცოცხლისათვის,
დაგვინდო კარგოვ, დაგვინდო ზეცამ,
სიყვარულისთვის დაგვინდო მხოლოდ...

                                           23.03.2023.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი