წვიმის ალერსით დამტკბარს.
წვიმის ალერსით დამტკბარს, ახლა მზის სხივი დაგწვავს, ყოფის ღიმილებს კარგოვ, სევდა თვალებით დააქვთ. თავსხმა წვიმები სხედან, დღეს მონატრების ზღვართან, გრძელ პერგამენტზე წერენ, ნაზამთრალ განშორებას. ჭეშმარიტ გაზაფხულებს, სრულყოფის ვენებიდან, სიცოცხლის წყურვილიდან, ფიქრები აეშლებათ და ისევ გაწვიმდება... 26.06.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი