ისევ შენზე წერს.
იწვიმა და გაირინდა, ცამ სათქმელი თქვა, დაფიქრდა...ამაოდ მბრუნავ სამყაროზე, ყალბი მზერით მზირალზე.... სიყვარულია... ბოლო არ გვეღება და რომ არ ვუბრუნდებით მტვერს.. მძაფრად ქრიან ქარები, დრო, ბოლო აკორდს უკრავს, ჩვენ კი, ჩვენ მივდევთ, არ ვეძებთ ღმერთს.. არ მაკვირვებს მდუმარება მთის. დიდსულოვნება ცის გზაზე დადის, მიწამ უარყო, როგორც ცისკარი..... ისევ შენზე წერს ისევ შენ გელის, უსასრულოა მისი სურვილი და სრულყოფილი ყოველი განცდა.. 26.06.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი