აღაპე...
მუზები თავის სათქმელს,
ლექსებით ამბობენ,
მარადიული სიყვარულით,
ჭეშმარიტ გაზაფხულს ამკობენ..
წყურვილი გაფრენის,
დიდია და მაინც,
ედემში გელიან,
მრავალჯერ ნათქვამი _აღაპე
გთხოვ, ერთხელ ირწმუნო სამყარო!
ოჰ, როგორ დაჰქრიან ქარები,
სიცივე სიშორის გიდია,
გრძნობისთვის მანდილი სიწმინდის,
გგონია ძვირია?,
იცოდე, სიცოცხლის ფერი აქვს,
მოვარდნილ,ცის ვნებებს,
მიწას რომ ელტვიან,
ნურასდროს უარყოფ!
ნინო გოგოლაძე.28.06.2022წ.
მასალის გაზიარება დაუშვებელია.
0 კომენტარი