ნუ შეგაშფოთებს, ადამის მოდგმა.
დღეს თითქოს ქარი ვნებებით დაჰქრის, მოთმენის ყვავილს მზე ინარჩუნებს, ცივი ამინდი სულზე გეხვევა და თითქოს მასაც გაქცევა სურდეს.. წვიმების მიღმა იმედი სულ დგას... თავის დროს უცდის, მზე,სამყაროდან გაძევებული... ნუ შეგაშფოთებს,ადამის მოდგმა... რომაელები: პირველი თავი ღმერთი თავის რისხვას უცხადებს ზეციდან იმ უღმერთო და უმართლო ადამიანებს, რომლებიც უმართლობით უღობავენ გზას ჭეშმარიტებას; ისინი უნდა იცნობდნენ ღმერთს, რადგან მან ბევრი რამ თვალსაჩინოდ უჩვენა მათ.მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ. თუმცა იციან, რომ ის ღმერთია, არ ადიდებენ მას და არც ემადლიერებიან; საღ აზრსაა მოკლებული მათი მსჯელობა და უმეცრებითაა დაბნელებული მათი გული. ბრძენკაცებად მოაქვთ თავი, არადა, ჭკუაგამოცლილნი არიან. ისინი უხრწნელი ღვთისთვის განკუთვნილ დიდებას ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის გამოსახულებებს მიაგებენ.. რაკი საკუთარ გულისთქმებს არიან აყოლილნი, ღმერთმა ისინი ნებაზე მიუშვა, რათა თავიანთ უწმინდურებას დამონებოდნენ სხეულების წასაბილწავად. მათ ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე გაცვალეს და ეთაყვანებიან და ემსახურებიან ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად, რომელიც განდიდებულია მარადიულად. ამინ! ამიტომ დაუმონა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს,რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს. კაცებმაც თავი ანებეს ბუნებრივ სქესობრივ ურთიერთობას ქალებთან და აჰყვნენ ავხორც გულისთქმებს — კაცი კაცთან სჩადის უხამსობას,და სასჯელსაც ბოლომდე იწვნევენ თავიანთი დანაშაულისთვის. რაკი საჭიროდ არ მიიჩნევენ ღვთის გაცნობას, ღმერთმა ისინი ნებაზე მიუშვა, რომ უკუღმართ აზროვნებას დამონებოდნენ უმსგავსო საქმეების საკეთებლად. მათი გონება სავსეა უმართლობით, ბოროტებით, სიხარბით,უკეთურობით და შურით;ისინი არიან მკვლელები, მოდავენი, ცბიერნი, ღვარძლიანნი, ჭორიკანები, ზურგს უკან ერთმანეთის მაძაგებელნი, ღვთისმოძულენი, თავხედნი, ამპარტავანნი, მოტრაბახენი, ავისმზრახველნი, მშობლების ურჩნი, შეუგნებელნი,სიტყვის გამტეხნი, გულცივნი და შეუბრალებელნი. მათ შესანიშნავად იციან ღვთის სამართალი, რომ ამ ყოველივეს ჩამდენნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ ისინი არა მხოლოდ თავად სჩადიან ამას, არამედ სხვებსაც უწონებენ ასეთ საქციელს.. რომაელები პირველი თავი... დღეს თითქოს ქარი ვნებებით დაჰქრის, მოთმენის ყვავილს მზე ინარჩუნებს, ცივი ამინდი სულზე გეხვევა და თითქოს მასაც გაქცევა სურდეს.. წვიმების მიღმა იმედი სულ დგას... მზე, სამყაროდან გაძევებული, თავის დროს უცდის, ნუ, შეგაშფოთებს ადამის მოდგმა... 30.06.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი