ვაგრძელებთ ფორიაქს...
როცა მონატრება სულში ვეღარ გიტევს დაგეძებს... ნეტარ გაზაფხულებს სცივათ აპრილები, სცრიან ნაფიქრალი ამინდები.... შემკრთალ ვნებებს ხატავს მთვარე გაბადრული, მღელვარე სინაზით ელვარებს შენს სულში... გწყურია სიწმინდე, დაეძებ.. მეტყველი მზერა აქვთ ამინდებს, დარდობენ.. ცალმხრივი გრძობები, შეგეხო ტკივილი, გინდა რომ იცოცხლო, სრულიად შეიგრძნო სიწმინდე..... დაჰქრიან ქარები... ქაოსში ბინდები წვებიან, ძვირფასო გჯეროდეს, ჯერ კიდევ, ვერ ვწვდებით სიყვარულს, ღამდება...შფოთავენ წამები და როცა სათქმელი ბევრი გვაქვს, ფიქრებში ვაგრძელებთ ფორიაქს.. 09.07.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი