სრულყოფის ზღვარზე ვნების ძახილს...
ლამაზად ირწევიან ქარში ხეები, თითქოს სინაზე მღელვარებას რჩება გირაოდ და სამყაროსგან მოშორებულს, გატკბობს მანძილი.... ცის ჩრდილში უცდი,ნიაღვარს ღვთიურს, როცა ლამაზად ირწევიან ხეები ქარში, წვიმასავით სცრის ნეტარება, გრძნობის ნაპირზე... ნუ გაიკვირვებ სიყვარული თავს თუ გაწირავს, სრულყოფის ზღვარზე ვნების ძახილს, ღვთიური ხმა, თუკი შეაკრთობს... მესათნოები... მონატრების ცივი ქარებით... 16.07.2022.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი