ხორბალს ვინც თესდა სიყვარულისათვის
ვერ ვიარწივებთ, მძიმეა ჯვარი, ცის ძლიერ ლტოლვით, ადამის მოდგმა, სულის ბნელ სარდაფს , ოხვრით შესცქერის, არწივობას ნატრობს ოდითგან, როცა დაკარგა სრულყოფილება. წამით შეჩერდი სულო ცოდვასთან! წამით რომ გითხრა რაღაც საამო, ვის დაუთესავს ხორბალში ღვარძლი? ან ვინ დაღვარა მართალის სისხლი? გთხოვო შეიცნო ცა არწივების, და ვინაც გშობა არწივობისთვის, ვინც ახალშობილს გასწავლა ფრენა, ხორბალს ვინც თესდა სიყვარულისთვის და სარეველა შური და ღვარძლი იწვოდა ცეცხლში... მოდი მოვიმკათ,ჩვენ ის მარცვალი, ცის ანარეკლად,რაც შობილია..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი