ქარი მღელვარებს.


როცა ხეები დგანან მდუმარედ,
ქარი მღელვარებს..

გრძნობით ანთებულ ცის ხეივანში,
შემკრთალ ღრუბლებსაც სევდა აშფოთებთ,
თუ მეფიქრება ცის სიყვარული,
სრულყოფს სიცოცხლეს ნიავ-ქარებით,
გრძნობა აშლილი თეთრი ღრუბლებით.

დიდსულოვნება საზღვრებს გასცდება
და სიყვარული ცისკარს გაჰყვება,
მოკრძალებული სივრცეებიდან,
მარგალიტები ზეცას დასცვივა..
სამყარო, ისევ სევდას დაითოვს,
ჩვენ კი, ამ სევდის თანაზიარნი,
მკრთალად გვატყვია,ცის ნაფიქრალი...
ზამთრის ბოლოს რომ გაზაფხულია....
                                         19.07.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი