ცისფერი ლაჟვარდის ტრფიალი.
როცა ღრუბელივით შეიგრძობ სიყვარულს, მის სულს ეზიარები, შეცნობა...არსია სიცოცხლის, გრძნობიდან დარდების განდევნა. გციოდეს სამყარო...მისდევდე ფორიაქს ვნებების, ედემი გიცდიდეს მღელვარეს, შენ უნდა გაუძლო განსაცდელს. პოეტის ცრემლები ვიწამე, განცდები გასცილდა სივრცეებს, იმედი არ გტოვებს მშფოთვარეს. ეს გრძნობა გაჰყვება ცის კიდეს, ედემში გიცდიან მტრედები, დღეს უფრო მძაფრია თარეში ქარების, უმწეო დღეების წამებით, მზეს სცვივა გრძნობები... სიწმინდე არ ტოვებს სიყვარულს, ცისფერი ლაჟვარდის ტრფიალი, გაზაფხულს აცოცხლებს მგონია.. 19.07.2022წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი