გარიჟრაჟი


გარიჟრაჟი."
მაფიქრებს კარგო,
გარიჟრაჟი, ვნებით დამთვრალი,
მაფიქრებს კარგო, 
მარდიულ ცის ნაფიქრალი,
მზესავით თბილი, 
ცასავით მკრთალი
და გაზაფხული,ჯერ არ დამდგარი...
მარადის გრძნობას, უფაქიზესს,
განცდით შემოსილს,
გაუცისკროვნდა სიყვარული მზესთან ნაზავი..
ქრისტეს შობიდან სარეველა ზნეს უცვლის ხორბალს,
მუდამ ჰყვებიან  სიყვარულზე, შენთვის რომ მოკვდა...

სიყალბე ვერა, ვერ შეეხო ცის ფილაქანებს და სინამდვილეს,
ლოიალურ გრძნობებით სავსეს
აფიქრებს სევდა,სიყვარულის თანაზიარი.
                                                   02.08.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი