ვნებით დამთვრალი გულის ზრახვები...


ვნებით დამთვრალი,
გულის ზრახვები,
ფიქრებით მწველი,
დროის ზღაპარი...
ზამბახთა სხივი,
ლაჟვარდთა სახე,
ღრუბელთა სისპეტაკე...
მაფიქრებს კარგოვ,
უმიზნო ყოფა,
დღეების რბოლა,
სულის წრთვნას მოჰგავს..

სიცივე დაჭრილ სიყვარულს დათმობს,
(და გასცილდება)
ცისკარს გრძნობების აანთებს ცვენა,
როგორც მგოსანი, აგინთებს სანთელს,
სულის კელეპტრად დარჩება შენში,
სულის ძახილი,მძაფრდება კარგოვ
შენ სილამაზე დაგიპყრობს ზეცის...
ფესვს იდგამს შენში სპეტაკი ნერგი,
სიყვარულს გეტყვის, მისი ნაყოფი...
ახლა ცას ნისლი,ფიქრებად აწევს,
დროის ზღაპარი სრულდება ასე
და რეალობა ფერს იცვლის, უფრო,
ის, ქრისტესავით ფერს იცვლის  თითქოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი