ნაზი სიო ეალერსება.


ღრუბლის სამოსით შემკულ ვარსკვლავებს
შვენით სიწმინდე,
სათნო გულიდან ცრემლებივით სცვივათ
ნაგრძნობი,
სიშორე თითქოს ზღვასავით ღელავს
 და მონატრების მზეს სწვავს მანძილი.
ქარი კი არა, გრიგალი ჰქრის შმაგი ვნებიდან
და განაწამებ ფიქრთა ტბორებზე,.
ღამე  აანთებს  მარტოსულ მთვარეს.

როცა საწუთრო მორჩილების სამოსს მოირგებს,
ანგელოზები დაუკრავენ მთვარის სონატას,
ახლა გრიგალი უკრავს წამებას,
მელოდიაა ყოფის გულიდან.

სიყვარულმა  ანარეკლი გამოისყიდა
ირწმუნე კარგოვ, გჯროდეს მარად,
სიყვარულია რაც არ გაქრება,
მარადიული ჟინით და ლტოლვით,
უსასრულობას რაც ემონება..

ღრუბლის სამოსით შემკულ ვარსკვლავებს, შვენით სიწმინდე...
ახლა ცის გული, შენთვის ძგერს მხოლოდ,
სულის ტილოზე გიხატავს ნოტებს,
რომელიც მხოლოდ სიწმინდეს უკრავს
და ნაზი სიო, ეალერსება,

                                            13.08.2022წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი