მერნები შენ გიცდიან.
მოკრძალებულ ცის ხეივანს, შენზე ფიქრი შეამკობს, როგორც მთვარეს მზის სხივები, სათნო და მომხიბვლელი. როგორ ქრიან ქარები, ზღვის სიმძლავრე იცოდე, განშორების ბრალია. მოლოდინით შემკრთალი, მთვარე გაბზარულია, ისევ რბიან მერნები, სადაც შენი გულია, შენც იქ მოგისვენია. მონატრება მძაფრია და დღეები გადიან, ნეტავ სად ხარ ძვირფასო, მერნები შენ გიცდიან.. 18.08.2022წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი