გრძნობით ანთებულზე.


აძგერებულ გაზაფხულზე თუ მოვყვები,
შენზეც ვიტყვი,
ვით მწყურვალზე....
ახლა,უფრო სიცივეა კარგო,
მთვარე ათრობს ალვებს
დათოვლილებს.
ახლა, უფრო სიცივეა კარგო,
მზესაც თავის სამყოფელში სცივა,
ჩაივლიან ეს დღეები წმინდა
და უთქმელი სევდა ფიქრიანი,
ნაალერსალ თრთოლვით შეგეხება,
მთვარე ათრობს  ალვებს დათოვლილებს...
გაზაფხულზე კრთიან ლაჟვარდები,
მარადიულ გრძნობით ანთებულზე,
თუ გიამბობ, ზეცის სიწმინდეზე..
    
                              28.08.2022წ.

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი