ოჰ, სიყვარულო.
ამაოება რეალობის გიდია კარგოვ, მზის სხივთა კრება, ხშირად გვანდობს სიშიშვლეს ფერთა.... შემეცნებისთვის აბრაამის ვიკმაროთ რწმენა, მოთმინებისთვის იობს ვენდოთ, პირქუშ ქარებთან... ერთგულებისთვის უკვდავების მივიღოთ ძღვენი... გამოსყიდისთვის...მარადიულს ვერწმუნოთ სიტყვას! მადლიერების სასმისები ბოლომდე შევსვათ! ოჰ, სიყვარულო რაოდენი ცრემლი დაღვარე...დაჭკნა ვარდები სამოთხეში მიტოვებული.... ამაო ვნება და ცეცხლის წვიმა, დაფერფლილი ხეები კრთიან.. მარადული სხივებით, სიწმინდისათვის რბიან მერნები.. 28.08.22წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი