და როცა სიშორე დაგვათოვს..
უნდობრად გადიან წამები, დრო დაუნდობელია, ბრმა ტყვიას კი, არ გავს, აშკარა მტერია... ერთგულთა კვალი ჩანს, როგორც მზე, ცის ბაღში და თუკი, თორმეტი გაფანტა, შიშმა და სირცხვილმა, ოჰ, როგორ ერთგულად, მეტყველებს წარსული... გრიგალი დაჰქრის და ხომ ხედავ მზის ცრემლებს, როგორი მწველია, ღამეს სწვავს ვნებებით... წმინდაა ძვირფასო, ცის, ყველა მხილება... წამება შედევრი როდია, გვინდა და მივყვებით, ამ სოფელს, რომელიც ყოველწამს, ფერს იცვლის..(ზნეს იცვლის) და როცა სიშორე დაგვათოვს, უბრალოდ ვნებდებით წამებას, გვგონია , ეს ჩვენი ხვედრია, უბრალოდ,ეს უღვთო სულია... რომელიც გამეფდა... 31.08.2022წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი