მარილის სვეტი.


წამები, ზანტად მიჰყვებიან ერთმანეთს,
ფიქრი, არ ჩერდება,ქარივით მღელვარებს...
როცა, ამაო ვნებები სწვავს მზეს,
ღრუბელი ფორიაქობს
 და ჭეშმარიტების, წყურვილს აღვიძებს.

თავსხმა წვიმები,ოდითგან ჩვენს ამაო გზას გოდებდნენ,
ახლა კი, ეს გზა უფრო მძაფრია, უფრო გრძნობადი...
გაწყდა, ცასთან კავშირი,
თითქოს, განგებ დააზიანეს...
უმწეოდ, წახდა უღვთოდ დარგული ხეივანი...

გრძნობების ტბაში ვნების ტალღებს,
სიწმინდე შვენით..
შეხედავ კარგო, ზნეს იცვლიან ხეთა ჩრდილები,
შენ დარჩი წმინდა!
როგორც ლოტი, სოდომში წინათ,
მარილის სვეტი, მეტყველი დღესაც...

                                        08.09.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი