ედემში დაგვრჩა...
მზის სხივებს კარგო, ცრემლები მოსდით, საწუთროს გზაზე ნისლი წევს ჯერაც, სიწმინდე თითქოს ედემში დაგვრჩა, ვერ ავირეკლეთ გრძნობები სრულიად, ვნებების მიღმა ცის ლტოლვა დგება. დროის პირქუში ქარები ქრიან, დედამიწა კი,გაძარცულ ტყეს ჰგავს, სრულყოფილება არ არის მითი და სიყვარული, უსაზღვრო ვნებით, დაუსრულებელ სიცოცხლეს ელტვის... სულის წრეწირებს, ისევ კვეთს მთვარე და მისი სუნთქვა ამშვენებს ღამეს, როგორც გაზაფხულს, ვალსი შოპენის ზეცას უსაზღვროს გულის სიწმინდე. გვჭირდება კარგოვ! სრულყოფილ გრძნობებს სიწმინდე რწყავდეს... 10.09.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი