ცის ანარეკლი ხარ...


ხედავ, კაშკაშა სხივს,
გჯაბნის ბოროტი ზნე,
შფოთავ,მიჰყვები გზებს,
ისევ მღელვარებს ცა...

აქრობ, სიწმინდის შუქს,
ვნების მორევი გჭირს,
გაკრთობს შენივე ზნე...

ამაყად მზირალ თვალს,
ამაოებით რწყავ..

შიშველს შეხედავ ხეს,
კრთები...და იხდი შენც,
არ გაგიმართლებს თუ,
იმ წამს აბრალებ ღმერთს...

ეკლის გვირგვინი მზეს,
დიდების გვირგვინს შენ,
იდგამ, მიჰყვები ბნელს..

-გულს გაუფრთხილდი, გთხოვ!
მაღალს შეხედე ცას!
ცის ანარეკლი ხარ...
                   18. 09.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი