ისევ ისე ცივა.


ზღვები მღელვარებენ
ისევ ისე ცივა,
გრძნობა მორეულ ნაპირს,
ტალღის სიმძლავრე სტკივა...

შემოდგომისფერ დღეებს,
შენი სურნელი ატკბობთ
და მონატრების საზღვარს,
თრთოლვით გადაკვეთს მთვარე...

თითქოს სიწმინდე გიცდის,
ვნება ერევათ ჭადრებს,
ზეცის ფიქრები კარგო,
ნაზად გეხება სულზე..

ახლა ქარია გარეთ,
წვიმები, ისევ სცრიან,
სევდა ერევათ ჭადრებს,

ფიქრი სარეცელს იშლის,
შენს ნაგრიგალარ სულში,
 ნაწამებია გრძნობა
და ნავედრები განცდა,
უკვე საზღვარსაც გასცდა.

ტალღები მეტად მძლავრი,
წუთისოფლიდან ქარი,
ისე გეხება თითქოს,
მასაც სიწმინდე სურდეს..
      
                                        13.09.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი