დროის სარკმლიდან...
კარგია, როცა ხედავ და გტკივა, გესმის და ზოგჯერ დაყრუვდე გიჯობს.... მეც, როცა ვხედავ, უკუღმართ ბგერებს, ამაზრზენ ვნებებს,მწუხრიდან ბოლო აკორდებს ვუსმენ...იმედი ნამად ედება ფიქრებს.... ზამბახთა თრთოლვით ანთებულ განცდებს, ზოგჯერ მგონია დედობას ვუწევ... უმწეობიდან უმწეობამდე, შენს მიმავალ გზებს დაჰყურებს მთვარე. დროის სარკმლიდან თორმეტთაგანი და გაყიდული იოსები ჩანს.... ახლა, მაფიქრებს,ყოფის მსუბუქი, ვნება აშლილი, ნიავ-ქარები... ანგელოზები გრძნობის ტილოზე, ერთგულთა ნაპრალს ,,გრძნობით ავსებენ.. დაბადებიდან ცის შეთანხმება და ერთგულება აბრაამიდან.. ქრისტემდე რწმენის ბილიკებს ვითვლი, იაკობიდან მოსული დღემდე.... 13.09.2022წ. ნინო გოგოლაძე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი