ვნება ერევათ ჭადრებს.
ფიქრი ელევა მთვარეს, ცის ნაფიქრალი კარგო, ნამად ედება მიწას.... ღრუბელი ფიქრიანი,გრძნობებით სევდიანი, სიწმინდით შემოსილი, განკაცებამდე თქვა და სიტყვებად დაიღვარა, მერე მზედ დაიბადა.... ვერ შევიცანით თუმცა, მისი სინათლე ალბათ, გვეუცნაურა, რადგან მცნებას გვანდობდა წმინდას, სიკეთით დაღვრილს კარგო, ბარაბა ვამჯობინეთ... ახლა მზე ჩადის ჩუმად, ცეცხლის ცრემლები სცვივა... დაბადებიდან მყოფადს, წარულის ჩრდილი თან სდევს და როცა გაწვიმდება, ვნება ერევათ ჭადრებს, ცრემლად იღვრება მთვარე... ნინო გოგოლაძე.17.09.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი