მზე გრძნობით ანთია..


განცდები სიტყვებზე მეტი აქვს,
გულიდან ცრემლები მოსდიან,
გრძნობიდან ნათქვამი სხივია,
დაღალულ სხეულით ოდითგან..
მიჰყვები ამღვრეულ დინებას,
ნაპირი არ გაკრთობს სრულიად
ან იქნებ ვერ ხედავ საერთოდ...
მე, ისევ მიზიდავს ვნებები, იდუმალ ფერების
მირაჟი, სიწმინდის წყარო კი, ანკარა,
როგორც ცის კამარა...

ცისკრის მზე  ჩავაქრეთ..
წყვდიადმა დაგვფარა...
უმზეოდ მივყვებით დინებას,
უმზეო დღეები ბევრია,
უმზეოდ ქარები გელტვიან,
სიცივე შეგეხო  სამყარო
და მაინც იმედი დიდია...
ნაგრძნობი,სხივივით დამწვარი,
ალერსით ნაფერი შუქი ჩანს
მზე გრძნობით კაშკაშებს,
სიბრძნეს ფლობს ოდითგან,
მთვარე რომ კელეპტრად უნთია..
                                      
                                                       21.09.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი