0 0 4
ნაფერებს...
განცდები სიტყვებზე მეტი აქვს,
გულიდან წვიმები მოსდიან,
გრძნობიდან ნათქვამი სხივია,
დაღალულ სხეულით ოდითგან..
მიჰყვები ამღვრეულ დინებას,
ნაპირი არ გაკრთობს სრულიად
ან იქნებ ვერ ხედავ საერთოდ...
მე, ისევ მიზიდავს.... შრიალი იდუმალ ვნებების,სიწმინდის კვალიდან მზის სხივი,
რომელიც ჩავაქრეთ,წყვდიადმა დაგვფარა..
ახლა კი, მივყვებით სიბნელეს,
უმზეოდ გადიან დღეები,
უმზეოდ მწუხარე ქარია,
სიცივე გეხება სამყაროვ..
ნაგრძნობი სხივივით იმედი,
ალერსით ნაფერებ სანთელს ჰგავს
და უფრო ნათდება როდესაც,
დღეები ელიან მზის სხივებს,
ნაფერებს ღრუბლიდან,
განსწავლულს სიწმინდით.
21.09.2022წ.