უდრეკი ლტოლვით...
მთვარის სივრციდან, სიყვარული, უდრეკი ლტოლვით, ფიქრებს დაგათოვს და დღის განცდიდან, დანისლულ ცას, ნისლი შეაკრთობს... სულის წრეწირებს, გრძნობები კვეთს, განაწამები, მაფიქრებს კარგო, სამყაროში ფერიცვალება, გონის ტილოდან, სიყვარულის გაფერმკრთალება, პატარა სულის დიდი გული, ღამე გვიანი... სევდა ნამდვილი, ადამიანის, და მზე ეული, ანგელოზი, ანაც პოეტი. ყველა მხილება სულისაა, ცის ანარეკლის... სრულყოფის საზღვარს, უშენობა, გადაეღობა. უსასრულობამ, გონის ტილოს, მზერა მიაპყრო და თითქოს ურჩი აბრიალდა ჩამქრალ ცეცხლიდან.(ნაკვერჩხალიდან) ნინო გოგოლაძე. 24.09.2022წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი