დროება...


ნისლები ავსებენ ფიქრიან სარეცელს... 
და როცა ქაოსში....
არ წყდება ჯირითი, სიმძაფრით ქარები დაჰქრიან,
ალერსი ნამიან გრძნობების წილია,
მიჰყვები დინებას,თუ იცი სწორია?
ბურუსში მღელვარე ქარების მტვერია..

შენი ცა მადარდებს უმწეო ფერებით,
ვედრებით, რომელიც ზეცამდე შორია,
ალიონს ლოცვები სიყვარულს ეტყვიან...
ანგელოზს თვალები მიწისკენ დახრია,
აშფოთებს მხედრების ჯირითი,უნდობარ
ვნებებით, და მაინც ჩემი მზე ცის
ღრუბლებს მიჰყვება....
ნიავი გეხება ფაქიზი ლტოლვებით,
მდუმარედ შეჰყურებ ცხენების სისწრაფეს და ადამიანის ზნეობის ცვლილებას....ვამბობდი სოდომზე...
იხსენებ დუმილით...
 და იგრძნობ შენს სულში გრძნობები შფოთავენ...
ოჰ, როგორ მწველია მზის სხივი ძვირფასო
და როგორ სისწრაფით დაჰქრიან მხედრები...
აპოკალიფსური დროება სიცხადეს,
თვალებში შეჰყურებს,
ღმერთია მოწყალე,ნუგეში დიდია...
ისწრაფის, ისწრაფის, ისწრაფის დროება,
ჯირითი გრძელდება...
                           ნინო გოგოლაძე.27.08.2024წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი