ეს კი, გრძნობადი სიყვარულია, რომელსაც ელტვი და მაინც შორს ხარ..


სხვა სიყვარულზე, ვერ დავწერ ვერა,
ნიავი ქარებს ეამბორება,
ამ გრძნობა აშლილ ვარსკვლავთა ციაგს,
მითხარი რამე თუ ენანება!
და შენი ღელვა დაჰყვება ქარებს..
ასე უმწეოდ ძლიერი რომ ხარ,
დილა ლაჟვარდთა მშვენიერებით,
ცაში ჩიტების განავარდება,
ღვთიური მადლი გაგათბობს კარგო,
სულს აგითრთოლებს სამყაროს დარდი..
შენი გრძნობები, ისე შფოთავენ,
როგორც გრიგალი...(ავდრიან ღამეს)
კითხვა შეგაკრთობს,პასუხი არ გაქვს...
ვეღარ უძებნი კითხვებს პასუხებს,
ეს ავდრიანი ღამის ბინდები,
გაფიქრებს...რისი დასაწყისია?
მიჰყვები, როცა ზღვებს უნაპიროს,
ბობოქარ ტალღებს,უმზეო დღეებს.
ვნება ეშლებათ, დროის გრიგალებს
და ცის სივრციდან ჩანს მოწყალება,
ეს კი, გრძნობადი სიყვარულია,
რომელსაც ელტვი და მაინც შორს ხარ....
                                ნინო გოგოლაძე.29.08.2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი